სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადელი - მან წარმატებას შოუ-ბიზნესის კანონების დარღვევით მიაღწია

მან კარიერა სრულიად მოულოდნელად და უცნაურად დაიწყო. მისი შესრულებული სიმღერების, სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეოები, მეგობარმა მისი ნებართვის გარეშე სოციალურ ქსელ “MySpace”-ზე ატვირთა. აქედან იწყება ადელის ბრწყინვალე კარიერა. დაინტერესებული ხმისჩამწერი სტუდია “XL-Records” ის პირველი სატელეფონო ზარი მომღერალს სერიოზულად არც კი მიუღია, მაგრამ შემდგომ ყველაფერი ნათელი გახდა.

მსოფლიოში აღიარებული, ყველასთვის საყვარელი მომღერალი ‘’ადელი’’ 1988 წლის 5 მაისს ქალაქ ლონდონში დაიბადა. ადელ ლორი ბლუ ედკინსი ერთი ჩვეულებრივი ბრიტანელი გოგონა იყო, რომლის ცხოვრებაც ისევე ჩვეულებრივად მიმდინარეობდა როგორც ყველა მისი თანატოლისა. თუმცა დღეს ის საერთაშორისო დონის ვარსკვლავია. ამ ნიჭიერი გოგონას ჯილდოების სიაში, მრავალ ჯილდოს შორის ოქროს გლობუსი და ოსკარიც კი შეგხვდებათ.

კრიტიკოსები ხმამაღლა აღნიშნავენ: ადელმა ‘’შუა თითი’’დაანახა 21-ე საუკუნის ეგრეთწოდებულ სკანდალურ იმიჯს და მთელი შოუბიზნესის წარმომადგენლებს დაუმტკიცა, რომ შეუსაბამო წონით, სამოსით და წარსულით, შეიძლება იყო წარმატებული წრმატებულთა შორის.

ინგლისური წამომავლობის ახალგაზრდა მომღერალმა მთელი მსოფლიო დაიპყრო და ამისთვის არ დასჭირვებია სკანდალები, ტანსაცმლის გახდა ან ბოიფრენდების სია. მან მსოფლიო თავისი შეუდარებელი ნიჭით, ხმის ტემბრით, რეპერტუარით მოხიბლა და გააოცა.

ნიჭიერი და წესიერი გოგონას იმიჯი ადელს მხოლოდ ერთხელ შეელახა. ‘’ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში“-ასე იხსენებს ადელი იმ დროს, როდესაც სასმელს მიეძალა და პრობლემები შეიქმნა. მის ალკოჰოლდამოკიდებულებაზე ბიოგრაფიული წიგნიც დაიწერა, რომელის მიხედვითაც მომღერალს ეს დაავადება მამისგან გენეტიკით ერგო. ‘’ისეთი ნასვამი ვყოფილვარ, საკუთარი სიმღერის ტექსტი დამვიწყებია. ეს იყო ყველაზე საშინელი რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა’’ იხსენებს ადელი.

როგორც ცნობილია პოპულარობის დასაწყისში, პირველი ალბომის გამოსვლიდან მალევე, ადელი ბოიფრენდმა მიატოვა,რომელიც ვარსკვლავს მამაკაცის გამო დაშორდა. ადელი დღემდე არ მალავს იმ ფაქტს, რომ განშორების შემდეგ მძიმე დეპრესიაში ჩავარდა, რის გამოც ხსნა ალკოჰოლში დაინახა, თუმცა დიდი ძალისმევის შედეგად ადელმა ალკოჰოლიზმი დაამარცხა. 2011 წლიდან იგი ფაქტიურ ქორწინებაში იმყოფება საიმონ კონკთან და სულ ახლახანს მათ პატარაც შეეძინათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100