სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყოფილმა გუბერნატორმა დედას შვილი უნდა მოსტაცოს

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, არნოლდ შვარცნეგერმა აირჩია როლი, რომლითაც შოუ–ბიზნესში დაბრუნდება. კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი ცხენების მომთვინიერებლის როლს შეასრულებს. გავრცელებული ინფორმაციით, შვარცნეგერის ჰონორარი 12,5 ამერიკული დოლარი იქნება.

ფილმი, რომლის რეჟისორი ბრედ ფერმანია, რიჩარდ ნეშას რომანზე, „მტირალა მაჩო“ არის დაფუძნებული. მთავარი გმირი, რომელსაც ცოლი და ვაჟი დაეღუპა, იძულებულია მექსიკაში ცხრა წლის ბიჭი გაიტაცოს. ბავშვის დედას კი არ სურს შვილის დაბრუნება. შვარცნეგერის გმირი ბავშვთან ერთად შტატებში დაიარება და მრავალი თავგადასავალისა თუ დაძაბული სიტუაციის ატანა უწევს.

უფლებები აღნიშნული ისტორიის ეკრანიზაციასთან დაკავშირებით „ნათლიმამა“–ს პროდუსერმა, ელ რადიმ იყიდა. რადი მთავარ როლზე განიხილავდა ისეთ კანდიდატებს, როგორებიც პირს ბროსნანი და კლინტ ისტვუდი არიან. საბოლოოდ კი არჩევანი არნოლდ შვარცნეგერზე შეაჩერა. „ თუ ყოველივე გამოვა და მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ფილმი კლასიკად იქცევა.

ემოციური თვალსაზრისით იგი უნიკალურად მუშაობს. ვფიქრობ, რომ ფილმის დასასრულს მაყურებელი ძალიან ბევრს იცინებს. მე კი გარწმუნებთ, რომ თქვენ სრულიად განსხვავებულ შვარცნეგერს იხილავთ. არნოლდი ყოველთვის სასტიკ როლებს ასრულებდა, მაგრამ ცხოვრებაში ის განსხვავებულია, იგი ძალიან დელიკატურია. ფილმის შემქმნელებს გვსურს, რომ სწორედ ეს დელიკატურობა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სინაზე დავანახოთ მაყურებელს.“ – განაცხადა ფილმის პროდუსერმა. ფილმის გადაღება 2011 წლის სექტემბერში დაიწყება. ფართო ეკრანებზე გამოსვლის თარიღი კი კანის ფესტივალის შეფასებაზეა დამოკიდებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100