სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არგო წლის საუკეთესო სურათი და ანგ ლი საუკეთესო რეჟისორი

ლოს-ანჯელესში ინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიების ოსკარების გადაცემის 85-ცერემონია დასრულდა. ოსკარი წლის საუკეთესო ფილმისთვის მიიღო ბენ აფლეკის ფილმმა "არგო", რომელმაც ორ სხვა არამთავარ ნომინაციაშიც გაიმარჯვა. ნომინაციაში გამარჯვებული აშშ-ის პირველმა ლედიმ გამოაცხადა.

წარმოგიდგენთ ყველაზე მნიშვნელოვან ნომინაციაში გამარჯვებულებს:

საუკეთესო სურათი - არგო

საუკეთესო რეჟისორი - ანგ ლი, ფილმი ფაის ცხოვრება

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - დენიელ დეი ლუისი ფილმში ლინკოლნი, ამერიკის მე-16 პრეზიდენტის განსახიერებისთვის

საუკეთესო მსახიობი ქალი - ჯენიფერ ლორენსი, ვერცხლის სარჩულის რვეული

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - კრის ტერიო, ფილმი არგო

საუკეთესო ორიგინალური სცენარი - კვენტინ ტარანტინო, ფილმი ბორკილახსნილი ჯენგო

საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში - კრისტოფერ ვოლცი, ფილმი ბორკილახსნილი ჯენგო

საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში - ენ ჰეთეუეი ფილმი საბრალონი

საუკეთესო კოსტუმების დიზაინი - ჯეკლინ დურანი, ფილმი ანა კარენინა

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი - ამორი (სიყვარული)

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა - ადელი, ფილმი სკაიფოლი

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - ბილ ვესტერჰოფერი, ფაის ცხოვრება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100