სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

”მოხუცი და ახალგაზრდა” - დროის ორი გადაკვეთა

ვისაც სიბერე სიყვარულის გარეშე შეუძლია გაატაროს, მას ახალგაზრდობაშიც არავინ ეყვარებოდა ... მხოლოდ იმ ბებიას არ შეეშინდება სიბერის, რომელიც ბაბუას ისევ პატარა გოგოსავით უყვარს.“

ლევ ტოლსტოი ამბობდა, რომ სიბერე სულ ორი ნაბიჯით უსწრებს სიკვდილს… დაბადება – ბავშვობა – სიჭაბუკე – სიმწიფე – სიბერე – ეს ყოველი ადამიანის გასავლელი გზაა, რადგან სიბერე კანონზომიერი პროცესია, იგი სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია, განუწყვეტელი ბიოლოგიური ცვლილებების შედეგია. ყველა ჩვენგანს ეშინია სიბერის. ეშინია, მომატებული წლების, დაკარგული ხალისის, ჩამქარალი ახალგაზრდობის, გაფრენილი დროის… კიდევ ეშინია იმის, რომ ვეღარ გაუგებენ... ეშინიათ სიმარტოვის.. ეშინიათ რომ აღარ შეიყვარებენ, არადა მარკესი ამბობს ადამიანები იმიტომ ბერდებიან რომ შეყვარების გრძნობას კარგავენო.. ეს ცხოვრებისეული სიბერეა…ანუ სიბერე განცდების დონეზე… თუმცა რა არის სიბერე სამედიცინო ენაზე?

25 წლის ადამიანის ორგანიზმში სრულდება ორგანოებისა და სისტემების ფორმირება. ბიოლოგიური სიბერის პირველი ნიშნებიც სწორედ ამ დროისთვის იჩენს თავს, ხოლო 40-50 წლის შემდეგ ეს ნიშნები უფრო შესამჩნევი და თვალში საცემი ხდება. ადამიანის სხეულში სამოცი ტრილიონი უჯრედია, რომლებიც დროთა განმავლობაში კარგავენ ფუნქციებს, იცვლიან ფორმას, ბერდებიან და კვდებიან. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელზეცაა დამოკიდებული უჯრედის დაბერება. ესენია გენეტიკა, ზრდის ჰორმონების დეფიციტი, ენერგეტიკული ცვლილებები ორგანიზმში და სხვა მრავალი. საბოლოო შედეგი კი ყველას ერთი აქვს – სიბერე და სიკვდილი.

ყოველ ჩვენგანს უჭირს იმაზე ფიქრი, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაბერდება, სახე დაუნაოჭდება და თმა გაუთეთრდება. ჰერმან ჰესემ სიბერეს ძალიან ლამაზი სიტყვები მიუძღვნა:

„იყო მოხუცი _ ისეთივე შესანიშნავი და აუცილებელი ამოცანაა, როგორც იყო ახალგაზრდა, ისწავლო სიკვდილი და სიკვდილი ისეთივე საპატიო ფუნქციაა, როგორც სხვა ნებისმიერი, იმ პირობით, თუ ეს სრულდება ყოველგვარი სიცოცხლის აზრისა და სიწმინდის წინაშე მოწიწებით, კრძალვით. მოხუცი, რომლისთვისაც სიბერე, ჭაღარა და სიკვდილის სიახლოვე მხოლოდ საძულველი და საშინელია, ისეთივე უღირსი წარმომადგენელია თავისი ცხოვრების ამ ეტაპისა, როგორიც ახალგაზრდა და ძლიერი ადამიანი, რომელსაც სძულს თავისი საქმიანობა, ყოველდღიური შრომა და ცდილობს მისგან თავი დაიძვრინოს.“
მოხუცი და ახალგაზრდა-დროის ორი გადაკვეთაა. მაინც რა არის სიბერე? სიცოცხლის ბოლოში გასული ადამიანი? როგორ უნდა ვისწავლოთ სიბერესთან შეგუება?

ბევრ ჩვენგანს დავიწყებია, რომ ამ ადამიანებს მთელი ცხოვრება უშრომიათ იმისათვის, რომ ჩვენამდე ყველაფერი კარგი მოეტანათ. მათ თვალებს ხომ ბევრი რამ უნახავთ ...

„როცა სრულიად ახალგაზრდები თავიანთი ძალის უპირატესობითა და გულუბრყვილობით ჩვენს ზურგს უკან იღიმებიან, სასაცილოდ ეჩვენებათ ჩვენი მძიმე სიარული და დაძარღვული ყელი, ჩვენ ვიხსენებთ, როცა ასეთი ძლიერები და ასეთივე მიამიტები ვიყავით, ოდესღაც ჩვენც ვიცინოდით, და სრულიად არ მიგვაჩნია, რომ დამარცხებულები ვართ, არამედ გვიხარია, რომ ცხოვრების ამ საფეხურს გადავაბიჯეთ და გავხდით უფრო ჭკვიანნი და მომთმენნი.”

ჰესეს სიტყვების შემდეგ ალბათ ყოველი ფრაზა აზრს კარგავს. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია რომ ერთმანეთს უბრალოდ ტკბილი და აზრიანი სიბერე ვუსურვოთ.

„ადრე თუ გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,
თავზე დაგვათოვს უთვალავი თოვლის ფანტელი!
გულის ტკივილით
შეცდომებსაც მოვინანიებთ,
შეცდომები კი რამდენია, ღმერთო, რამდენი.

ადრე, თუ
გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,
მოვა სიკვდილის მოლოდინით, დარდით,
გოდებით….
მაშ გავუფრთხილდეთ, გავუფრთხილდეთ ახალგაზრდობას.
ნუ დავამძიმებთ
უგუნური, მძიმე ცოდვებით“!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100