სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მადონას ძმამ ფეხსაცმლის დიზაინერობა გადაწყვიტა

მადონას ძმა, ქრისტოფერ ჩიკონე, ფეხსაცმლის სადებიუტო კოლექციაზე მუშაობს და ლონდონის მოდის კვირეულზე გააქვს, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი.

ქრისტოფერის პოპულარობა უფროსი დის სახელს უკავშირდება: ჩიკონე მომღერლის საკონცერტო ტურების კრეატიული დირექტორი იყო, ასევე გამოუშვა წიგნი სახელწოდებით „ცხოვება ჩემს დასთან, მადონასთან ერთად“. მიუხედავად ამისა, ქრისტოფერი ცდილობს დამოუკიდებლად მიაღწიოს პოპულარობას – ის ინტერიერის დიზაინით, ხატვითა და ავეჯის შექმნითაა დაკავებული.

ჩიკონეს ფეხსაცმლის სადებიუტო კოლექცია ჩეხურ ბრენდ Novest–თან ერთად გამოვა. ლონდონის გარდა კოლექციის ჩვენება პარიზსა და ნიუ–იორკშია დაგეგმილი. ვარსკვლავის ძმა ზამთარში მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100