სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ფრესკა ნაპოვნია

ლეონარდო და ვინჩის ფრესკა "The Battle of Anghiari", რომელიც დიდი ხანია დაკარგულად ითვლებოდა, ფლორენციაში, პალაცო ვეკიოს სასახლეში აღმოაჩინეს, - აცხადებენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ექსპერტებზე დაყრდნობით.

როგორც ისინი აცხადებენ, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მკვლევარებმა აღმოაჩინეს მსოფლიოში ცნობილი მხატვრის ხელწერა XVI საუკუნის შენობის ერთ-ერთ კედელზე, რომელსაც სპეციალური გამოკვლევა უტარდებოდა.

როგორც იტალიელი ექსპერტები აცხადებენ, ოთხი საუკუნის წინ დაკარგული ფრესკა ნაპოვნია ფლორენციაში. როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, ფრესკა მოქცეული იყო ჯორჯო ვაზარის ნამუშევრის "The Battle of Marciano" ქვეშ.

დაკარგული ფრესკის აღმოჩენა სპეციალური მოწყობილობით და მიკროკამერით მოხერხდა, რომელმაც ჯორჯო ვაზარის ნამუშევრის მიღმა შეაღწია. ექსპერტების ჯგუფს, რომელიც ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებას იკვლევს, სათავეში მაურიციო სერაჩინი უდგას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100