"მხოლოდ ქართულის" მონაწილე, გოგა გიორგელაშვილი პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე დრონი.ჯი-სთან საუბრობს

ახალგაზრდა და უნიჭიერესი გოგა გიორგელაშვილი პროექტ „მხოლოდ ქართულის“ შემდეგ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მომღერალი გახდა. ის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს გოგონებში და თაყვანისმცემლებიც არ აკლია.

დრონი.ჯი დაინტერესდა გოგას სამომავლო გეგმებით და ჩაწერა მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- საზოგადოებამ პროექტ „მხოლოდ ქართულიდან“ უკვე გაგიცნო, თუმცა მაინც, ვინ არის გოგა გიორგელაშვილი?

- პირველ რიგში ვიტყვი, რომ დავიბადე ქალაქ თელავში ერთ-ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. გამომდინარე იქედან, რომ დედაც და მამაც მუსიკალური სმენით არიან დაჯილდოებულნი, მეც გამომყვა ეს ნიჭი და მუსიკის უსაზღვრო სიყვარული. 15 წლამდე ვიზრდებოდი თელავში, ამ დროის განმავლობაში აქტიურად ჩართული ვიყავი ქართული ცეკვის და ხალხური საკრავების შესწავლაში. მოკლედ, ჩამოთვლით ბევრი გამოდის და არ არის საჭირო (იცინის). ერთ დროს ჩემი მიზანი იყო გავმხდარივიყავი პროფესიონალი მოცეკვავე, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო მომიწია შეჩერება. საბოლოოდ ვიპოვე მეორე და კიდევ უფრო ძვირფასი რამ ჩემს თავში, ეს იყო სიმღერა, რაც იმაზე მეტად შემიყვარდა ვიდრე წარმოვიდგენდი.

-პროექტ, “მხოლოდ ქართული”-ს შემდეგ თაყვანისმცემლებმა, ალბათ, იმატეს. როგორია შენი დამოკიდებულება პოპულარობისადმი?

- პროექტი „მხოლოდ ქართული“ ჩემთვის არის და იქნება მეორე ცხოვრების დაწყების პირველი ეტაპი, რა მომენტიდანაც დავიწყე ახალი ცხოვრება ახალი ადამიანებით და ახალი მომენტებით. ყოველთვის ტკბილად გამახსენდება ეს პერიოდი. რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, რა თქმა უნდა, ძალიან იმატა და ეს ჩემთვის უზომოდ სასიამოვნო იყო. პროექტის მიმდინარეობისას ყოველდღე უამრავი მადლობის გადახდა მიწევდა და ეს თავის მხრივ მსიამოვნებდა, რადგან იყო ძალიან თბილი და სტიმულის მომცემი შინაარსის წერილები. დღესაც მოვიკითხავ მათ და კიდევ დიდ მადლობას გადავუხდი გვერდში დგომისათვის.

- შენი აზრით, რთულია საზოგადოების გულის მოგება?

-ვფიქრობ, საზოგადოების გულის მოგება არასოდეს არის ადვილი, მაგრამ მთავარია იყო ადამიანი და აკეთო შენი საქმე გულით. ყოელთვის გამოჩნდება რამდენად გულწრფელი ხარ, თუ ბუნებრვია შენი ყოველი გამოჩენა, დიდი შანსია იყო ადამიანებისთვის მისაღები და სასურველი.

- როგორი დამოკიდებულება გაქვს იმ გოგონებთან, რომელბიც შენს მიმართ გრძნობებს არ მალავენ?

- რა თქმა უნდა ეს ძალიან სასიამოვნოა და არ მივიჩნევ, რომ ადამიანმა უნდა დამალოს გრძნობები, თუმცა გამოხატვის ბევრი გზაა და ამაში ყოფილა ხოლმე პრობლემა, მაგრამ მაგარი შეგრძნებაა და ვუსურვებ ყველას იპოვონ ის ერთადერთი, ვინც მათთვის ყველაზე ძვირფასი გახდება.

- ხარ თუ არა შეყვარებული?

- შეყვარებული არ მყავს. სიყვარული ყველაზე წმინდა და ძლიერი გრძნობაა, ამასთან დამანგრეველიც, ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმაზე ბევრს ვფიქრობ და ვნახოთ რა იქნება. სიყვარულით ერთხელ მიყვარდა და აქედან მოვიკითხავ მას (იცინის).

- რატომ აღარ ჩანხარ პროექტის დასრულებს შემდეგ აქტიურად?

- თუ ვინმემ არ იცის ვიტყვი, რომ მე პროექტში ფაქტობრივად „დილეტანტი“ ვიყავი. (იცინის) რადგან ქართული სიმღერა ჩემთვის ურთულესი და საპასუხისმგებლო საქმე იყო. ჩემს თავთან ნამუშევარი არ ვიყავი, არ მქონდა ის გამოცდილება რაც მჭირდებოდა მეტი წარმატებისთვის. დღესდღეობით არა მარტო ქართულს, არამედ მთლიანად სასიმღერო პროფესიას ვეუფლები. იმედი მაქვს, ამ ერთობლიობით კარგი შედეგი დაიდება და უკვე წინსვლაზეც ვიფიქრებ.

- უკავშირდება თუ არა შენი სამომავლო გეგმები საქართველოს?

- გეგმები მაქვს, თუმცა ეს გეგმა ჯერ-ჯერობით არ მინდა გავამხილო. ცხოვრება წარმავალია და ვერ გაიგებ წინ რა იქნება.

კომენტარი