სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ჩხეიძე და Nio band ახალი კლიპის პრეზენტაციას გამართავენ

დღეს, 4 ივნისს, ნინო ჩხეიძე და Nio band ახალი კლიპის პრეზენტაციას გამართავენ. მომღერალმა ნინო ჩხეიძემ Nio band-თან ერთად სრულიად ახალი პროდუქტი შექმნა. ახალ ალბომზე მუშაობა, რომელსაც მსმენელი სრული სახით მიმდინარე წლის ოქტომბერში იხილავს, წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს. ალბომის გამოშვებამდე კი ნინო ჩხეიძე და Nio band ერთგული მსმენელისთვის კიდევ რამდენიმე ახალ სიმღერას გამოუშვებს. ნინო ჩხეიძე და Nio band ახალი პროდუქტის გაცნობას საზოგადოებისთვის დღეიდან იწყებენ. მომღერალი ბენდთან ერთად ახალი კლიპის პრეზენტაციას გალერეა თბილისში დღეს, 20:00 საათზე გამართავს. კლიპი რუსა მორჩილაძის სიმღერაზეა გადაღებული, ტექსტის ავტორია ირინა სანიკიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100