ერთი ლექსით თქმული სათქმელი: აკაკის „გურული ნანა“

სინამდვილეში ეს ნანა „იაპონური“ უფრო იყო, ვიდრე გურული, რადგან მგოსანმა იგი რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ იაპონელ გენერალს, ოიამა ივაოს მიუძღვნა, რომელმაც რუსებს კუდით ქვა ასროლინა. ლექსში ამ გენერლის სახელი შენიღბულად იკითხება:

ჯერ აკვანში ჩაკრული ხარ,

გასალტული და იწვალე!

გაიზრდები, სხვა იქნები,

ოი, ამას ვენაცვალე!

მე,მონობის დროს ნაშობი,

მონობაში დავიღალე,

შენ კი სულ სხვა ბედისა ხარ,

ოი, ამას ვენაცვალე!

ის ,რაც იყო,აღარ არის,

შეიცვლება დღე და ხვალე,

გზატკეცილი დაგიხვდება

ოი, ამას ვენაცვალე!

ნანას გეტყვი სხვანაირსა.

მარცვალ მარცვალ დაისწავლე,

მხსნელს დახსნილი მიეგებე

ოი, ამას ვენაცვალე!

რაც მე მტანჯავს,ნუღარ მკითხავ,

ის ოდესმე შენ დასთვალე

და პასუხიც აგებინე,

ოი, ამას ვენაცვალე!

მაგრამ ჯერ კი აკვანში ხარ,

გაიზარდე მალე, მალე!

რომ შენს შვილებს შენც მოუთხრო:

ოი, ამას ვენაცვალე!

კომენტარი