" ყველა ჩვენგანში არის დარჩენილი ბავშვობის კვალი და თუ არ ეტყობათ, ისინი „დიდობანას“ თამაშობენ" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ სოფია სებისკვერაძესთან

ცნობილი მსახიობი სოფია სებისკვერაძე უკვე დიდი ხანია ტელესივრცეში ჩანს. ნიჭიერი და სექსუალუერი მსახიობი ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. სოფია ამჟამად ახმეტელის თეატრის მსახიობია და უამრავ სიახლეებს ჰპირდება გულშემატკივრებს.

დრონი.ჯი დაინტერესდა სოფიას ცხოვრებაში არსებული სიახლეებით და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მუდმივად ხდება ღირებულებების გადაფასება, რა არის შენთვის ის ღირებულება, რომელიც დროს არ ექვემდებარება და არასოდეს იცვლება?

- ირებულება, რომელიც ჩემთვის უცვლელია, არის განათლება. პროფესიული ზრდა, პიროვნული განვიარება, ეს პროცესი არასდროს უნდა შეწყვიტოს ცოცხალმა ადამიანმა.

-კინომ, თეატრმა, ალბათ, მთელი შენი არსება მოიცვა. მათ მიღმა რა დგას შენთვის პირველ ადგილზე?

-კინო და თეატრი ის სფეროა, რომელიც მარწუხებს მაცლის, მათავისუფლებს და მზრდის. ერთგვარი რელაქსაციაცაა რომ ცხოვრებისეულ რუტინას გაექცე. კინოს და თეატრის უკან ჩემი ცხოვრებაა, რომელიც შემადგენელი ნაწილია ამ ორის. მთავარი ღერძი ამ სამივესი კი ჩემი შვილია.

- საჭიროების შემთხვევაში ახერხებ თუ არა იყო სხვებთან ისეთი გახსნილი, როგორიც მეგობრებთან ხარ?

- გულჩთხრობილი არ ვარ, კომნიკაცია და გულწრფელობა ჩემი სტიქიაა. ალბათ ეს ბევრს აბნევს ან აღიზიანებს, შესაძლოა მოსწონთ კიდეც. საკმაოდ გახსნილი და გულწრფელი ვარ ადამიანების მიმართ. ეს ჩემთვის ბუნებრივია.

- ცხოვრებაში თუ თამაშობ? ანუ, გარემოებებიდან გამომდინარე თუ გიწევს ხშირად საკუთარ თავთან თამაში?

- ხშირად ადამიანები არასასიამოვნო სიტუაცუებში აღმოვჩნდებით, ამ დროს ვცდილობ თავი არ დავკარგო, ავიცილო ზედმეტი თავის ტკივილი. არ მიყვარს როდესაც საკუთარ ნერვებს ვეთამაშები, კომფორტი მიყვარს .

-ძალიან ახალგაზრდა ხარ, მაგრამ, ამის მიუხედავად, თუ ეძებ შენში ბავშვს, ხარ თუ არა ხშირად ბავშვური?

- მიხარია როდესაც მეუბნებიან „ძალიან ახალგაზრდა ხარო, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩემში ბავშვი არსებობს, ვფიქრობ ადამიანები არასდროს იზრდებიან ბოლომდე. თუ კარგად დააკვირდები ველა ჩვენგანში არის დარჩენილი ბავშვობი კვალი და თუ არ ეტყობათ, ისინი დიდობანას თამაშობენ.

- რა განიჭე ყველაზე მეტად ბედნიერებას?

- ბედნიერება უცნაური რამეა, ინდივიდუალური, ცვალებადი. ის რაც დღეს გაბედნიერებს ხვალ შეიძლება უცხო გახდეს, მაგრამ უცვლელი ბედნიერება შვილშია. ბედნიერება შეიძლება იპოვო ჯანმთელობაში , საკუარი თავის რეალიზაციაში, მზიან დილაში, ფინჯან ყავაში, საყვარელ წიგნში, სერიალებში, სეირნობაში, ადამიანების აღმოჩენაში და კიდევ უამრავ რამეში. ბედნიერება შენს თავშია!

- ცაში ფრენა, მიწაზე რბენა, თუ ცასა და დედამიწას შორის? ანუ - რამდენად იჭერ ბალანსს უკიდურესობებისაგან?

- ასაკის მატება გაბალანსებს ცასა და მიწას შორის. ადრე უფრო დაფრინავდი, ახლაც დავფრინავ ხშირად, ოღონდ სიზმარში. მიყვარს ფრენის შეგრძნება და ალბათ, ზუსტად ვიცი ეს ემოცია ისეთი ნამდვილია, გაღვიძება არ მინდა. მოკლედ სისულეებების ჩადენის არ მეშინია, ხანდახან უნდა გაფრინდე კიდეც, მაგრამ დედამიწაზე დგომაც სასიამოვნოა. მიყვარს როდესაც მყარად ვგდავარ მიწაზე.

-კითხვა თუ გიყვართ და რომელ ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას?

- კითხვა მიყვარს. კლასიკური ლიტეტატურა და თანამედროვე ნებისმიერი ან მისაღებია თუ ავტორი ჩემიანია. მიყვარს კითხვისას რომ ხვდები, ავტორი შენი ანამოაზრე, მეგობარია და ბევრ რამეს სწავლობ. არ აქვს მნიშვნელობა საუკუნეებს და წლებს.

- როგორც ვიცი დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდით შენ და გიორგი ლიფონავა, რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი?

- დაშორების მიზეზები არ არსებობს, უბრალოდ ასე მოხდა, და ვფიქრობ ორივესთვის სასარგებლო იყო ის რაც იყო და ახლა აღარ არის.

- და ბოლოს, შენი სამომავლო გეგმები როგორია?

- სამომავლო გეგმები ახალ სპექტაკლებზე მუშაობაა, რაც შეეება ტელე-სივრცეს ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით.

კომენტარი