სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტინგი საუკეთესო სიმღერების სამ ალბომს გამოუშვებს

ბრიტანელი მომღერალი, სტინგი გამოუშვებს ალბომებს, რომლებშიც 25 წლიანი კარიერის განმავლობაში შექმნილი საუკეთესო სიმრერები შევა. აღნიშნული ინფორმაცია, თავად მუსიკოსმა 27 ივლისს, ოფიციალურ საიტზე გაავრცელა.

ალბომებში სულ 45 კომპოზიცია შევა. მათი სახელწოდებაა, „სტინგი: 25 წელი“. სიმღერები სამი კომპაქტ–დისკის სახით გამოვა. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ მომღერალი DVD–საც გამოუშვებს, რომელზეც ასახული იქნება უცნობი ვიდეო რგოლები, ძველი კონცერტებიდან. დისკები ბუკლეტებთან ერთად გამოვა, სადაც სიმღერების ტექსეტები, სურათები და მომღერლის მიმართვები იქნება მოცემული.

ალბომებში შემავალ კომპოზიციებს შორისაა სიმღერები, „Brand New Day", "The Soul Cages", "If I Ever Lose My Faith In You" და "Whenever I Say Your Name". ალბომების გამოსვლის მოსალოდნელი თარიღია მიმდინარე წლის 11 სექტემბერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100