სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2017 წლის ოსკარის გამარჯვებულები

2017 წლის ოსკარის გამარჯვებულები:

ოსკარი საუკეთესო ფილმისთვის მთვარის შუქმამიიღო. თავდაპირველად, ნომინაციაში გამარჯვებულად „ლა ლა ლენდი“ გამოცხადდა. ფილმის გადამღები ჯგუფი უკვე სცენაზე იყო ასული, როდესაც უორენ ბიტმა შეცდომა გამოასწორა და ნომინაციაში გამარჯვებულად „მთვარის შუქი“ დააახელა.

ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ:

ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორი „ოსკარი“ დემიენ შაზელმა მიიღო ფილმისთვის ლა ლა ლენდი“/ La La Land.

ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი „ოსკარი“ კეისი აფლეკმა მიიღო ფილმისთვის „მანჩესტერი ზღვასთან“/Manchester By The Sea.

საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში „ოსკარი“ ემა სტოუნმა მიიღო ფილმისთვის „ლა ლა ლენდი“/ La La Land.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი მაჰერშალა ალიმ მიიღო, ფილმისთვის „მთვარის შუქი“/Moonlight. ეს პირველი ნომინაცია იყო, რომელშიც ოსკარი გაიცა.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკუთესო შესრულებისთვის ოსკარი ვაიოლა დევისს გადაეცა ფილმისთვის „წინაღობები“/Fences.

საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის „ოსკარი“ლინუს სანდგრენმა მიიღო ფილმისთვის „ლა ლა ლენდი“/La La Land.


საუკეთესო მონტაჟისთვის ოსკარი მიიღო ფილმმა ჰაქსოს გმირი“/Hacksaw Ridge (ჯონ გილბერტი).

საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის ოსკარი ხვდა წილად ფილმს: ჯუნგლების წიგნი - The Jungle Book (რობერტ ლეგატო, ადამ ვალდესი, ენდრიუ ჯონსი და დენ ლემონი).


ცნობილი გახდა ხმის საუკეთესო მონტაჟის ნომინაციაში გამარჯვებული. ოსკარი გაიცა ფილმისთვის - ჩამოსვლა“/Arrival.


ხმის საუკეთესო მიქსინგის კატეგორიაში კი ოსკარი გაიცა ფილმისთვის: ჰაქსოს გმირი“/Hacksaw Ridge.


ნომინაციაში საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის „ოსკარის“ მფლობელი გახდა ჯასტინ ჰარვიტსი ფილმისთვის ლა ლალენდი“/La La Land.

ფილმისთვის შექმნილ საუკეთესო სიმღერად დასახელდა City of Stars ასევე ლა ლა ლენდიდან.

ნომინაციაში გრიმი და ვარცხნილობა კინოაკადემიის ჯილდო გაიცა ფილმისთვის: თვითმკვლელთა რაზმი“/Suicide Squad.

ნომინაციაში - საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი ოსკარი გაიცა ფილმისთვის: ჯადოსნური ცხოველები - სად ვიპოვოთ ისინი“/ Fantastic Beasts and where to find Them;

საუკეთესო მხატვრობისთვის ოსკარი ლა ლა ლენდმა“/La La Land მიიღო.

ცნობილი გახდა საუკეთესო უცხოური ფილმისთვის ოსკარის მფლობელის ვინაობაც -გამყიდველი(ირანი).

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში ოსკარი მიიღო ოუ ჯეი, დამზადებულია ამერიკაში“/OJ: Made in America;


საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა: პაიპერმა /Piper.


საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ნომინაციაში ოსკარი მიიღო: ზოოტოპია“/Zootopia.


საუკეთესო მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად დასახელდა თეთრმუზარადიანები“/The White Helmets.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაცია - იმღერე“/ Sing.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში ოსკარი გაიცა ფილმისთვის მთვარის შუქი“/ Moonlight.

საუკეთესო ორიგინალური სცენარი: მანჩესტერი ზღვასთან“/Manchester By the Sea.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100