სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წმინდა ნინოს როლის თამაშის მსურველი მაკიაჟიანი გოგონები ჟიურიმ უკან გააბრუნა

კასტინგი, რომელზეც წმინდა ნინოს როლის შემსრულებელი ქართველი გოგონა უნდა აირჩიონ, ასეულობით განაცხადის შეტანის გამო, დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდება. ამ დროისთვის უკვე შესულია დაახლოებით ათასამდე განაცხადი, ხოლო პირველ დღეს კინოსტუდიაში ორასზე მეტი კანდიდატი გამოცხადდა, რის გამოც ფილმის გადამღები ჯგუფის ჟიურის მისაღებთან დიდი რიგი დადგა.

როგორც ცნობილია, წმინდა ნინოს შესახებ მხატვრული ფილმს პატრიარქის კურთხევით ქართველი რეჟისორი, აშშ-ში მოღვაწე რეჟისორი, გია კერესელიძე გადაიღებს. პატრიარქის მოთხოვნით, რეჟისორმა უკვე გაახმიანა მთავარი მოთხოვნა, რომ წმინდა ნინოს როლის შემსრულებელი ქართველი გოგონა არ უნდა იყოს მსახიობი. კასტინგის პირველ დღეს გამოცხადებულ ქართველ გოგონებს, ჟიურის მოთხოვნის თანახმად, არც მაკიაჟი უნდა ჰქონოდათ. ამ მიზეზით ჟიურიმ კონკურსის რამდენიმე მონაწილესთან გასაუბრებაზე უარი თქვა.

უახლოეს დღეებში იგეგმება კასტინგის გამოცხადება მამაკაცის რამდენიმე როლის შემსრულებლის შესარჩევად, ამ დროისთვის კი ცნობილია, რომ პროფესიონალი მსახიობებიდან მხატვრულ ფილმში ლევან უჩანეიშვილი და მურმან ჯინორია ითამაშებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100