სისხლიან ხელებს, ცრემლიან თვალებს, მკერდზე იარას ვერავინ გამჩნევს

სისხლიან ხელებს,
ცრემლიან თვალებს,
მკერდზე იარას
ვერავინ გამჩნევს.
თმაში ჭაღარას,
ფეხებზე ჯაჭვებს
მთელი ცხოვრება ნელ-ნელა ათრევ.
ოთახში სანთელს,ფიქრებში ნაღველს,
სიზმრებში ალერსს
ვერავინ ამჩნევს.
დახეულ სურათს
(მის გვერდით ხატებს),
ძველ მაგიდაზე
საფერფლეს სავსეს.
(სიგარეტის)კვამლს ოთახში აფრქვევ.
დაბზარულ სარკეს
(ცოდვებით სავსეს),
მძინარე ოთახს სიცოცხლე არ სდევს.
კედელზე ნახატს
ნახატში ბზარებს
ბზარებში ტკივილს
ტკივილში ალერსს!
ვერავინ ამჩნევს.

კომენტარი

×