სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველომ ევროპის 25 ქვეყანასთან ერთად ევროაკადემიის ნორჩ მაყურებელთა დაჯილდოვებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველომ ევროპის 25 ქვეყანასთან ერთად ევროაკადემიის ნორჩ მაყურებელთა დაჯილდოვებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება Noosfera Foundation-ისა და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი ძალისხმევით 3 მაისს გაიმართა. ევროაკადემიის მიერ შერჩეული იყო 3 ფილმი, რომელთა ჩვენებაც კინოთეატრ „ამირანში" დილის 9 საათიდან დაიწყო.თითოეული ფილმი 12-14 წლის 60 ქართველი ბავშვისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ განიხილა, დღის ბოლოს კი ბავშვებმა საუკეთესო ფილმი შეარჩიეს . პარალელურად იგივე ღონისძიება მიმდინარეობდა ევროპის დანარჩენ 25 ქვეყანაშიც. თბილისის დროით 22.00 საათზე, გერმანიის ქალაქ ერფურტში ყველა ქვეყნის შედეგი დაჯამდა. ევროაკადემიის ნორჩ მაყურებელთა ჯილდო კი ფილმს „უჩინარი ბიჭი" გადაეცა. დაჯილდოვების ცერემონიის ნახვა ონლაინ რეჟიმში ყველას შეეძლო მოცემულ ლინკზე - yaa.europeanfilmawards.eu საქართველო წელს ევროაკადემიის დაჯილდოვების ცერემონიალში უკვე მეორედ მონაწილეობდა. პროექტის მიზანია ბავშვებს განუვითაროს ანალიტიკური აზროვნება და
ათ სხვადასხვა სახის დისკუსიებში ჩართვას შეუწყოს ხელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100