სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯგუფი „Aerosmith“ ივლისში ახალ ალბომზე დაიწყებს მუშაობას

2011 წლის ივლისში ჯგუფი „Aerosmith“ ახალი ალბომის ჩაწერაზე მუშაობას დაიწყებს. აღნიშნული ინფორმაცია გიტარისტმა, ჯო პერიმ გაავრცელა სოციალური ქსელის საშუალებით.

მუსიკოსი აღნიშნავს, რომ ჯგუფის პროდუსერი ჯეკ დუგლასი იქნება. ეს უკანასკნელი წარსულშიც მუშაობდა ჯგუფთან. მან მონაწილეობა მიიღო ალბომების, "Get Your Wings", "Toys in the Attic", "Rocks", "Draw the Line" და "Rock in a Hard Place"–ის ჩაწერაში. ამასთანავე, დუგლასი სხვა ცნობილ მუსიკოსებთან და ჯუფებთანაც მუშაობდა.

„Aerosmith“–ის ახალი ალბომი, პირველი სტუდიური ნამუშევარი იქნება, გასული შვიდი წლის მანძილზე. მეთოთხმეტე და დღემდე უკანასკნელი ალბომი, "Honkin' on Bobo" ჯგუფმა 2004 წელს გამოუშვა. ჯეკ დუგლასი ამ უკანასკნელი ალბომის ჩაწერაშიც იღებდა მონაწილეობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100