სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველი ქართული გეი ფილმის დახურული ჩვენება თბილისში

კინოთეატრ „ამირანში“ პირველი გეი ფილმის სახელად „ჩემი საბნის ნაკეცი“-ს დახურული ჩვენება გაიმართა.

ფილმში ხაზგასმითაა საზოგადოებასთან, ტრადიციასთან და მანკიერებებთან დაპირისპირება. ფილმში ორი გმირი მამაკაცის სიყვარულია ნაჩვენები, რომელიც ქართულ რეალობაში თავისებურებებით გამოირჩევა. მათ შორის წარმოჩენილია დაპირისპირება ჰომოფობიურ საზოგადოებასთან.

ფილმის მთავარ როლებში თორნიკე ბზიავა, თორნიკე გოგრიჭიანი და ავთანდილ მახარაძე არიან. რეჟისორმა ზაზა რუსაძემ ფილმი 2011 წელს გადაიღო, ხოლო ფილმის პრემიერა 2013 წლის თებერვალში ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

ფილმის „ჩემი საბნის ნაკეცი“-ს ჟანრია მისტიკური დრამა.

აღნიშნული ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა.

თბილისის კინოთეატრების მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან ფილმის ჩვენება მხოლოდ კ/თ ამირანში 22:30 საათზე იქნება და ისიც მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100