სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რჩევებით სავსე ლექსი მათთვის ვინც მიატოვეს

გაჩუმდი..!!!
უსმინე უბრალო აკორდებს,
რომ დასდევს მაგ ტუჩის ნაპირებს ცრემლებად,
მიეცი უფლება ღაწვებზე დაგორდნენ,
და გულში წარმოთქვი:
მერე რა?! მერე რა?!
რას კარგავ?!...
ხომ იცი, უკეთესს მიაგნებ,
ამ მიკიბ-მოკიბვას, ასეა, ისეა,
მოდი რა შეეშვი, კუთხეში მიაგდე,
ჩურჩულით უთხარი მშვიდობით მისიე.
მიყევი აღმართებს და როგორც წესია,
რომ ყველა ციცაბოს,
აგრძელებს აღმართი,
ცოტა ხმისაწევით თქვი უკეთესია,
და მერე განცდებში ზეიმი გამართე.
კრძალვით და ფაქიზად შენშივე ჩაკალი,
რას იზამ..?!
უბრალოდ შიში აქ პაწიას,
თქვი ჩემი ღირსი ის უბრალოდ არ არის,
და შენი ხმის ტემბრიც ცოტათი აწიე.
განაგრძე ის საქმე რაც უკეთ გამოგდის,
მიხვდები ამინდი შენსავით მშვიდია,
შეამჩნევ ლოყებზე ცრემლი არ ჩამოგდის,
ბოლომდე უყვირებ:
მკიდია !! მკიდია !!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100