აქსესუარები წიგნებისგან

ჯერემი მეი წიგნების დიდი თაყვანისმცემელია, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მას არამარტო კითხვა, არამედ წიგნების საიუველირო ნაწარმის მატერიად გამოყენებაც ეხერხება. ავტორის აზრით, ასეთი აქსესუარები უფრო ორიგინალურია, ვიდრე მისი კოლექციის კონკურენტები, რომლებიც ძვირფასი ლითონებისგან თუ ქვებისგან მზადდება. ამასთანავე აღნიშნული სამკაულები საზოგადოების ყურადღებას ძალიან იბყრობენ.

არაჩვეულებრივი აქსესუარები უნიკალური ტექნოლოგიებით მზადდება. ამათუიმ წიგნიდან მომავალი აქსესუარის ფორმა იჭრება, მუშავდება, იღებება სვადასხვა ფერად და იგი გამოყენებისთვის მზად არის. ამ ტექნოლოგიას მხოლოდ ერთი უარყოფითი მხარე აქვს, ხელოვანის მუშაობის დასრულების შემდეგ, წიგნი წასაკითხად აღარ გამოიყენება.

კომენტარი