სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჩემი სიყვარული არავის არ უნდა, რადგან ის შენი სიყვარულია“...

ჩემი სიყვარული მდინარე არ არის,

რომ გადსცურო, გახვიდე გაღმა,

ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის,

რომ დაასრულო ლამაზად ახლა.

ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის,

ნემსით და ძაფით არ გაიკერება,

კანონი არ არის ჩემი სიყვარული

ბრძანებით არ დაიწერება.

არც ვერცხლის მონეტა არ არის,

გროშებად არ დახურდავდება.

არც საიდუმლოა, არც დანაშაული,

არც მიმქრალ ვნებათა მხილება,

ორკესტრი არ არის ჩემი სიყვარული

დირიჟორს არ ემორჩილება.

ქრება და ინთება ვით სიყრმის ღადარი

ბჟუტავს და იწვის უდაროდ.

არავის ემალება, არც არავინ ზღუდავს,

მხოლოდ ყოველთვის შენსკენ უვლია.

ჩემი სიყვარული არავის არ უნდა,

რადგან ის შენი სიყვარულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100