სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ეს არის ალბათ სიყვარული, ვნებანარევი იმედები, რომელიც გინდა არასდროს განელდეს“

სიყვარული დაავადებაა, სულის დაავადებაყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ ადამიანი როდესაც გიყვარს, გიყვარს ის ვინც ვერასდროს წარმოგედგინა შენს გვერდით, გიყვარს ის რომელსაც სულ რაღაც დღეებია იცნობ, ან ის რომელიც გუშინ დაინახე შემთხვევით . .

ასაკით ბევრად დიდი , ან პირიქით პატარა, მაგრამ წლების სხვაობა ხელს ვერ უშლის სიყვარულს, ამაში რომ დარწმუნდე და მიხვდე, ალბათ დრო არის საჭირო, ის დრო მეორედ რომ მოგინდება პაემანზე წასვლა, იმ ბავშური სისულელეების ჩადენა რომელიც უკვე გამოიარე, ამ დროს ხვდები რომ წლები ვერაფერს გაკლებს, გარდა იმისა რომ ფოთლებივით გემატება სიამოვნებით და სიხარულით დახუნძლული ნაოჭები, თმასაც რომ არწმუნებს უძლურობაში და ათეთრებს თოვლივით... რატომ გიყვარს ალბათ ვერასდროს გასცემ პასუხს, რადგან არ იცი თვითონ , ვერ ახსნი და ვერც გადმოსცემ.... რატომ ან როგორ უნდა შეგიყვარდეს ის ვინც აქამდე არასდროს დაგინახავს , არ იცნობდი და ახლა შემთხვევით ქუჩის კუთხეში მისი კაბის ლანდმა დაგავიწყა ყველაფერი, შემდეგ მისი სიარულის მანერა ხდება შენთვის საოცნებო, თვალების ფერი, რომ მოგაგონებს უძირო ზღვას,ახლად მომწიფებული ატმის ფერი რომ დაყვება ბაგეებს, მოგინდება გედივით თეთრ,ამაყად აწეულ ყელზე ფერება, პირველად შეამჩნევ ქალის იმ ულამაზეს სხეულს რომელსაც დაბადებიდან მის დანახვამდე უყურებდი, მაგრამ ტანში, მავთულივით გადახლართულ ვენების ცემას, ასე არასდროს აუტანიხარ , და არც ასე მადლიანად შეგიმჩნევია მისი სარძევედ მოშიშვლებული მკერდი .... დაავადებიდან დაიწყებ შვილებზე ფიქრს, ორსულობის წამიდან მოიმატებს სიყვარული და სიცოცხლის სურვილიც, ხედავ ყოველი გასული დღე უფრო და უფრო ალამაზებს საყვარელ ქალს, გავა თვეები და უკვე იგრძნობ როგორ ცემს გული და მოძრაობს , ჩაძინებულს რომ გაგაღვიძებთ მისი დაბადების მოუსვენარი სურვილი ,შენც ყვები და იწყებ დღეების დათვლას, სულ ხომ გინდოდა პატარა წითელი კაბით, ხელში აყვანილი გაგეყვანა ქუჩაში ყველას დასანახად, თავს რომ დაგადებს მხარზე და ანგელოზივით ჩაეძინება. . ეს არის ალბათ სიყვარული, ვნებანარევი იმედები, რომელიც გინდა არასდროს განელდეს, იცხოვრო ასე ცოტა ხანს, ნახო ყოველი დილის სილამაზე , რომელიც დღემდე არასდროს შეგინიშნავს, ძილი რომ აღარ გექნება და ოცნებებში გაატარებ მთელ ღამეებს , ღამეებს რომელიც აქამდე ათასობით გაქვს უაზროდ გათენებული, მაგრამ შენთვის ის წამი იყო, ან წუთი, დაწოლიდან თვალის დახუჭვამდე . . . ასე შეიცვლება ყველაფერი , შეგეცვლება ხასიათი და გული ათჯერ უფრო გამალებით დაიწყებს ფეთქვას...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100