დასრულდა ცრემლებით, ბანალურად ერთი სიყვარულის პრემიერა

დასრულდა ცრემლებით ბანალურად
ერთი სიყვარულის პრემიერა,
პირქუში სიზმრებისთვის გამიმეტე
ასე თავნება და ნებიერა.
არადა, ღმერთმანი, თავი მომწონს,
მართლა კარგი ვარ და სასურველი,
მიკვირს - ადექი და შემელიე,
მიკვირს - უჩემობას გაუძელი...
ვაი - შენ თორემ მე რა მიჭირს,
მე ჩემს ტყე-უღრანებს გადავლახავ...
შენებრ გონიერი იმდენია!..
ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ....

კომენტარი