სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები გამოცხადდა

2013 წლის ლიტერატურული კონკურსი „საბას” პირველი ეტაპი დასრულდა: კონკურსის ჟიურიმ„საბას” წლევანდელი ფინალისტები გამოავლინა. კონკურსზე წარდგენილი 265 წიგნიდან,ფინალურ ეტაპზე, 60 საუკეთესო მოხვდა.

ფინალისტებს შორის გამარჯვებულები კი სექტემბერში დასახელდება. “საბას” რიგით მე-11საზეიმო დაჯილდოება სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება, რომელზეც კონკურსის ჟიური გამარჯვებულ ავტორებს 10 ნომინაციაში გამოავლენს და დააჯილდოვებს „საბას” პრიზითა დაფულადი პრემიებით. საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100