მიტოვებული ქალის წერილი

სიყვარული მარადიული თემაა, ამოუხსნელი მაგრამ სასურველი, ერთდროულად ბანალურიც და საინტერესოც... არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავად სიყვარული უყვართ და სხვისი სიყვარულიც კი ბედნიერებას ანიჭებთ. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის droni.ge დღეს ერთი ძალიან მგრძნობიარე ქალბატონის წერილს აქვეყნებს, რომელიც ავტორს ადრესატთან არ გაუგზავნია.

„მერე რა თუ ერთად არ ვართ ჩვენ…“

მერე რა თუ ქვეყნად უამრავი წყვილია დასტატუსებული სიტყვა შეყვარებულით... მერე რა თუ იმათგან ზოგს მართლა უყვარს, და ზოგს ისე-რა... მერე რა თუ ზოგიერთები სიტყვა ცოლ-ქმრად იხსენებიან, და მერე რა თუ ჩვენ ერთად არ ვართ დღეს....

ისიც მერე რა რომ სიყვარულის გეშინია, და მონატრებას ყმაწვილური სიამაყე გაძლებინებს, მე ხომ ვიცი შენ წვიმაში ამდენი არავისთან გივლია, ასე არავისთან გისაუბრია და ამდენი პირდაპირი ფრაზებიც შენთვის არავის შემოუფეთებია...

ერთხელ მითხრეს ის ადამიანი უნდა გაიხადო ცხოვრების თანამგზავრად, ვისთანაც შეგიძლია მთელი ცხოვრება ილაპარაკოო, საცილად არ მეყო, მაგრამ ....... მაგრამ ის, რომ შენთან მთელი ცხოვრება ვილაპარაკაბედი, გასწავლიდი რომ სიყვარულის არ შეგეშინდეს, იმასაც გასწავლიდი რომ ცხოვრებაში წამები კი არ არის ბედნიერების მომტანი, არამედ ადამიანები, რომლებთანაც იმ წამებს ატარებ...


ხო კიდევ შენთან ერთად დავითვლიდი შუქნიშნის ყველა წამს, შენთან ერთად, ერთი ყურსასმენით მოვუსმენდი შენს მუსიკას, შენთან ერთად ვუყურებდი ყველა საყვარელ ფილმს და შენთან ერთად გავითენებდი შობის მეთორმეტე ღამეს სპექტაკლზე...

მეუბნებიან, რომ დოსტოევსკის თეთრი ღამეების სამდღიანი პერსონაჟი ხარ, რომელიც მხოლოდ 3 დღე დარჩა ქალის ცხოვრებაში, შემდეგ კი წარსული მომავლად გაიხადა და ის სამი დღე სრულიად წაშალა, მაგრამ..... მაგრამ არ შემიძლია ასეთი მკვლელობის ჩადენა, უფრო სწორად არც მინდა.

შენთან გატარებულმა დღემ მაისის წვიმაში თითქოს ცისრტყელაში გამატარა, ოღონდ ცისარტყელამ თავით-ფეხებამდე დამასველა, ეტყობა შენსავით უცნაური იყო და მაგიტომ...

იცი როგორ მენატრები?...... გულის ყველა დარტმაში მეფიქრები, თან იცი როგორ მეფიქრები? მეღიმები, თვალები ეხლაც კი მიციმციმებს და იცი გარეთ ჩვენი წვიმა წვიმს............ ნახე ამინდიც ხასიათში მყვება, ეტყობა გადავდე... მე თუ არა წვიმა მაინც გაგიმხელს, რომ ჩუმად, ჩემთვის ასე უხმაუროდ მენატრები...

ხვალ ალბათ ნაწვიმარზე ცისარტყელაც გამოანათებს, ლამაზი ფერები ექნება, აი ისეთი შენს სათვალეს, რომ აქვს, მერე ალბათ ბევრი შეყვარებული წყვილი შემხვდება გზაზე, მერე ალბათ ღიმილიანი დღეც მექნება, მერე ალბათ სხვაც მეტყვის, რომ გვირილების გვირგვინი მომიხდებოდა, ალბათ მერე ვიღაც მართლა წამიყვანს „შობის მეთორმეტე ღამეზე“ და მერე ალბათ ოდესღაც შენც სხვა შეგცვლის... ამიტომ მართლაც მერე რა თუ ერთად არ ვართ ჩვენ....

P.S. წვიმა არ იღებს,
სასტიკად მაბრაზებს,
თუთებსაც ჩამოყრის ალბათ,მერე შენ გაივლი და შეგეშინდება,
მე გამეღიმება ალბათ...

კომენტარი