სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში ახალი საზაფხულო თეატრი გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საზაფხულო თეატრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო, სადაც ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ბათუმში განხორციელდა, ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვას ისახავდა მიზნად. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის აღმშენებლობის პროცესის გაგრძელება მნიშვნელოვანი და აუცილებელი. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ახალ მთავრობას, ნგრევის ნაცვლად ახალი ობიექტების მშენებლობას დაუთმოს დრო და ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნოს. ქვეყნის პირველი პირი ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს არ არის მისი პირადი საკუთრება და მზად არის, მთავრობას ნებისმიერ დროს გადასცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100