სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი ძიუდოისტების მორიგი წარმატება

8 მედალი და მე-4 ადგილი გუნდურ ჩათვლაში, - ასეთი შედეგი აჩვენა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე.

7 წონით კატეგორიაში 28 ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა და ოქროს მედლის მფლობელი მხოლოდ მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი გახდა. ვერცხლის მედალი ერგო ლაშა გურულს. ბრინჯაოს მედლები კი გიორგი ზაქარიაძემ, დავით ლორიაშვილმა, ლაშა ტაველურმა, ტრისტან ფეიქრიშვილმა, პაატა მერებაშვილმა და ამირან პაპინაშვილმა მოიპოვეს.

თბილისის ღია პირველობაზე ყველაზე შედეგიანი აზერბაიჯანის ნაკრები იყო. მეორე და მესამე ადგილები კი ისრაელისა და იაპონიის გუნდებმა დაიკავეს.

თბილისის სპორტის სასახლიდან აქტიური სპორტიდან ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე საზეიმოდ გააცილეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100