სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტიერი ანრიმ ულამაზესი გოლის გატანა შეძლო (ვიდეო)

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემის მსგავსად ულამაზესი გოლის გატანა შეძლო.

მატჩის ფარგლებში, სადაც „ნიუ იორკ რედ ბულსი“ „კოლამბუსს“ (3:1) შეხვდა, ფრანგმა ფეხბურთელმა კუთხურიდან შეუდარებელი გოლის გატანა შეძლო. ანრიმ პირდაპირ კარისკენ დაარტყა და სასწაულიც მოახდინა.

აღნიშნული თამაშიც ფარგლებში ანრიმ ორი გოლი გაიტანა. ანრი „რედ ბულსში“ 2010 წელს გადავიდა. მანამდე ეს ფეხბურთელი თამაშობდა ისეთ კლუბებში როგორებიცაა: „მონაკო“, „იუვენტუსი“, „არსენალი“ და „ბარსელონა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100