სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რონალდუს მადრიდის „რეალის“ დატოვება სურს

მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ აღნიშნა, რომ იგი თავს ბედნიერად ვერ გრძნობს აღნიშნულ გუნდში.

2 სექტემბერს ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის ფარგლებში, „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „გრანადა“ დაამარცხა. რონალდუმ ორი გოლი მიითვალა. შედეგად კი მადრიდის კლუბში თამაშის ფარგლებში რონალდუმ 150 გოლი დააგროვა.

თამაშის შემდეგ კი პორტუგალილემა აღნიშნა, რომ იგი არ არის „რეალში“ თამაშით კმაყოფილი და ამ კლუბში თავს არაკომფორტრულად გრძნობს. ფეხბურთელმა დაწვრილებითი ინფორმაციის მოწოდება არ ისურვა, მაგრამ დასძინა რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მისი უკმაყოფილების მიზეზი იცის.

27 წლის თავდამსხმელმა ეს ყოველივე არ დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ იგი უეფას მიერ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად არ დასახელდა. რონალდუსთან ერთად, აღნიშნული ტიტულისთვის ანდრეს ინიესტა და ლეონელ მესი იბრძოდნენ. შედეგად კი გამარჯვება ინიესტამ მოიპოვა.

რონალდუს თქმით, მას ახლა განსაკუთრებით პორტუგალიის ნაკრები აღელვებს. ნაკრებს ორი თამაში აქვს ჩასატარებელი, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან არის დაკავშირებული.

როგორც ცნობილია, პორტუგალიელს ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს თანაგუნდელებთან. ადრე კლუბში მისი საუკეთესო მეგობრები პეპე და ფაბიო კოენტრაუ, ასევე ბრაზილიელი მარსელო იყვნენ, მაგრამ უკანასკნელი დროის მანძილზე მათი ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რონალდუ „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესსაც შეხვდა და მას სხვა კლუბში გადასვლის უფლება სთხოვა.

თავდამსხმელის აგენტი, ხორხე მენდესი უკვე დაკავებულია იმ კლუბების ძიებით, რომლებიც რონალდუს მიღებაზე თანახმანი არიან. პორტუგალიელი „რეალში“ თამაშის დროს სეზონის ფარგლებში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.

რონალდუ „რეალმა“ 2009 წელს „მანჩესტერ იუნაიტეტისგან“ 105 მილიონ ამერიკულ დოლარად იყიდა. ეს კი მსოოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახლდათ. „რეალში“ თამაშის დროს რონალდუმ ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100