სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შევჩენკომ ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა

გუშინ ინგლისთან გამართული მატჩი უკრაინის დამარცხებით დასრულდა. უკრაინელების კარში ერთი გოლი უეინ რუნიმ შეაგდო. თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი შევჩენკომ ნაკრებიდან წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა: „გზა ახალგაზრდებს უნდა დავუთმო!“ - აღნიშნა ფეხბურთელმა.

ჟურნალისტებმა კი შევჩენკოს კითხეს, გადააფიქრებინებდა თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მას რაიმე, ანდრეიმ კი მსგავს კითხვებს უარყოფით უპასუხა. ფეხბურთელმა საკუთარ გულშემატკივრებს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100