სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეული

1. ლიონელ მესი - 24 წლის არგენტინელი ფეხბურთელი, ესპანეთის „ბარსელონას“ მოთამაშე, არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი - წლიური შემოსავალი 33 მილიონი ევრო.

2. დევიდ ბექჰემი - 36 წლის ინგლისელი ფეხბურთელი, ამერიკული კლუბის „ლოს ანჯელეს გალაკსი“-ს ნახევარმცველი. წლიური შემოსავალი - 31,5 მილიონი ევრო.

3. კრიშტიანუ რონალდუ - 27 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი. ესპანური კლუბის, „მადრიდის რეალის“ მოთამაშე. წლიური შემოსავალი - 29,2 მილიონი ევრო.

4. სამუელ ეტოო - 31 წლის კამერუნელი ფეხბურთელი. მახაჩკალის „ანჟის“ თავდამსხმელი. წლიური შემოსავალი - 23,3 მილიონი ევრო.

5. უეინ რუნი - 26 წლის ინგლისელი ფეხბურთელი. საფეხბურთო კლუბის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი. წლიური შემოსავალი - 20,6 მილიონი ევრო.

6. სერხიო აგუერო - 23 წლის არგენტინელი ფეხბურთელი. „მანჩესტერ სითის“ მოთამაშე. წლიური შემოსავალი - 18,8 მილიონი ევრო.

7. იაია ტურე - 28 წლის კოტ-დიუარელი ფეხბურთელი. ინგლისის „მანჩესტერ სითის“ ნახევარმცველი. წლიური შემოსავალი - 17,6 მილიონი ევრო.

8. ფერნანდო ტორესი - 28 წლის ესპანელი ფეხბურთელი. ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი. წლიური შემოსავალი - 16,7 მილიონი ევრო.

9. კაკა - 29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი. „მადრიდის რეალის“ ნახევარმცველი. წლიური შემოსავალი - 15,5 მილიონი ევრო.

10. ფილიპ ლამი - 28 წლის გერმანელი ფეხბურთელი. მიუნხენის „ბავარიის“ მცველი და კაპიტანი. წლიური შემოსავალი - 14,3 მილიონი ევრო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100