სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხორხე ვალდანო: „რეალი“ ისე ვერ ვითარდება, როგორც „ბარსა“...

ფლორენტინო პერესის ყოფილმა დამხმარემ, ხორხე ვალდანომ Despertate De Una Vez-ის პირდაპირ ეთერში „ბარსელონასა“ და „რეალზე“ ისაუბრა.

„მადრიდში ნებისმიერი დადებითი შეხედულება „ბარსელონაზე“ ღალატად ითვლება. „რეალი“ კონკურენტუნარიანი კლუბია, მაგრამ იგი ვერ ვითარდება ისე, როგორც „ბარსა“. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მადრიდელები პირველ რიგში პუბლიკის გართობაზე მუშაობენ. მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე, კატალონიელებზე უკეთესი არავინ და არაფერი მინახავს“, - აღნიშნა ვალდანომ.

ვალდანოს თქმით, „რეალი“ მეტად ნიჭიერი და პროფესიონალი ფეხბურთელებისგან შედგება, მაგრამ მათ არ აქვთ რესურსი „ბარსას“ ფეხბურთელები დაჯაბნონ. ისინი შოუს ქმნიან და ხშირ შემთხვევაში, ამის გამო თამაშის სწორად წარმართვა უჭირთ.

ვალდანომ არც მოურინიოს დასდო ბრალი, „რეალიდან“ მის წასვლასთან დაკავშირებით.

„მოურინიო გუნდში დიდი ძალაუფლებით სარგებლობს. ჟოზე პრაგმატიკოსია, რომელიც მეტად წარმატებულია თავის საქმიანობაში“, - დასძინა ვალდანომ.

„რაც შეეხება მესის, ვიტყვი, რომ გავრცელებული იყო შეხედულება, თითქოს მარადონას მსგავსს ვერასდროს ვეღარავის ვიხილავდით, მაგრამ მესი ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს“, - ამ სიტყვებით დაასრულა ხორხე ვალდანომ თავისი კომენტარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100