სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ჩვიდმეტწლამდელებმა უკრაინელები დაამარცხეს და ფინალური ეტაპის საგზური გაინაღდეს

საქართველოს ჩვიდმეტ წლამდე ასაკის ნაკრების ფეხბურთელებმა დღეს უკრაინელი თანატოლები მიიღეს და ისინი მინიმალური ანგარიშით, მეექვსე წუთზე ალეკო მზევაშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით დაამარცხეს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პარალელურად, ესპანელებმა 4:0 დაამარცხეს ინგლისის ნაკრები, თუმცა პირველ ადგილზე მყოფ ქართველებს ვერ გადაასწრეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული საქართველოს ჩვიდმეტ წლამდე ასაკის ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდნენ.

1.საქართველო 3 2 1 0 3-1 7

2.ესპანეთი 3 1 2 0 7-3 5

3.ინგლისი 3 1 0 2 1-5 3

4.უკრაინა 3 0 1 2 2-4 1

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100