სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

17 წლამდე ფეხბურთელებმა ბელგიის ნაკრები დაამარცხეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე თამაშიც მოიგო და ერთი ტურით ადრე გაინაღდა ჯგუში პირველი ადგილი და შესაბამისად ტურნირის ფინალში თამაში. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ამ ჯერზე 4:2 დაამარცხა ბელგიის საკმაოდ ძლიერი ნაკრები, რომელმაც პირველ ტურში ლატვია 4:0 გაანადგურა და ამასთან ისე ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენა, რომ მხილველებმა ფავორიტადაც შერაცხეს.

ქართველმა 17-წლამდელებმა პირველ ტურში მასპინძერლ ბელარუსს 4:3 მოუგეს, ბელგიასთან კი კიდევ უფრო დამაჯერებლად ითამაშეს და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს. ქართველთაგან დუბლებით თავი გამოიჩინეს წილოსანმა და ჯიქიამ.

საქართველომ ამ გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიბევა, რადგან ორივე შესაძლო კონკურენტი - ბელარუსიც და ბელგიაც დამარცხებული ჰყავს და ბოლო ტურში აუტსაიდერ ლატვიას ხვდება, რომელმაც მეორე ტურში ბელარუსთანაც წააგო (1:2). საქართველო ლატვიას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 24 იანვარს ხვდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100