სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზინედინ ზიდანის ამ დარტყმამ მისი საფეხბურთო "ოინები" დაჩრდილა (ვიდეო)

"ეს კადრები არ იარსებებდა, საფრანგეთის ერთ-ერთ ბარში ბილიარდით გართული მამისთვის პატარა გოგოს რომ არ ენიშნებინა, ზიზუ შემოვიდაო. პატარა მობილურით მამას უღებდა კადრებს, როცა ლეგენდარული ფეხბურთელი დაინახა და მამასაც აჩვენა. მამაკაცმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო და გადაწყვიტა, ზიდანი სათამაშოდ მოეწვია. პატარა გოგონას იმედი არ ჰქონდა, რომ ზიდანი მაგიდასთან მოვიდოდა და როგორც კადრებიდან ჩანს, თავდაპირველად ზიზუ მართლაც უარს ამბობს მიწვევაზე, მაგრამ მერე მოულოდნელად თანხმდება - ალბათ ბავშვის ხათრით.

ბილიარდის "თამაში" ხანმოკლე გამოდგა და ზიზუს დარტყმამ არამარტო ეს მამაკაცი დატოვა პირღია... "

ასე დაიწერა ბევრგან, სადაც მხოლო ვიდეოს ეს მონაკვეთი გავრცელდა, სინამდვილეში კი ეს მხოლოდ სარეკლამო რგოლია და სინამდვილეში სათვალის რეკლამაა, რასაც უკვე "იუთუბზე გავრცელებული აი ეს ვიდეორგოლი მოწმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100