სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პელემ მესი აიგდო და „დიად ფეხბურთელებში“ არც მარადონა დაასახელა

ედსონ არანტოს დო ნასიმენტო მიიჩნევს, რომ მესი დიადი ფეხბურთელი სულაც არ არის. „დააკვირდით, როგორ თამაშობს ის „ბარსელონაში“ – შესანიშნავად. მაგრამ არგენტინის ნაკრებში თითქოს იცვლება – სულ სხვა მესია“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

„შეადარეთ ის ზინედინ ზიდანს: მან მსოფლიოჩემპიონატიც მოიგო და 15 წლის განმავლობაში მწვერვალიდან არ ჩამოსულა. აი, ვინ არის დიადი ფეხბურთელი“, – თქვა პელემ.

„ზიდანამდე კი იყვნენ იოჰან კრუიფი, ფრანც ბეკენბაუერი, მიშელ პლატინი და ბობი მური. დიადი ფეხბურთელები ისინი არიან, ვინც მსოფლიო ჩემპიონატებს იგებენ“, – დაამატა პელემ, ხოლო დიეგო არმანდო მარადონა „გამორჩა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100