სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად სიჭინავას ერთმანეთში უკვე შუშაკი და შუშანიკი ერევა (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კურიოზული გამოთქმების ჩამოთვლას, ალბათ, აზრი არა აქვს. არც იმის დათვლას, თუ როგორ ურევს ქართულად საუბრის დროს ერთმანეთში ქართულ, მეგრულ და რუსულ სიტყვებს. მოკლედ, მასთან საუბრის დროს ძალიან დაძაბული უნდა იყო, რომ გაიგო, რას ამბობს. არც ისაა გამორიცხული, ვთქვათ, გუცაევი ახსენოს და ქეცბაია იგულისხმოს - ორივენი ხომ ერთ დროს მე-9 ნომრად თამაშობდნენ. მოკლედ, რას გაიგებ...

აქამდე ზვიად სიჭინავას კურიოზულ ფრაზებში სრულიად სამართლიანად ლიდერობდა ფრაზა, რომლითაც მან 2008 წლის ომი ახსენა: „დღეს რუსეთ-საქართველოს ომის დღესასწაულს აღვნიშნავთ“, მაგრამ სიჭინავა მიზანმიმართული ადამიანია, აბა, ერთ რეკორდზე რამდენ ხანს უნდა გაჩერებულიყო და გუშინ ახალი „რეკორდი“ „კურიერში“ დაამყარა. როცა იმაზე საუბრობდა, რომ საქართველოს ნაკრებში არამარტო ქეცბაიას მიერ მიწვეული, არამედ წინა მწვრთნელების მიერ მიყვანილი ფეხბურთელებიც თამაშობენ, მისმა ახალმა სენსაციურ-კურიზულმა ფრაზამ ასე გაიჟღერა:

„საქართველოს ნაკრებში თამაშობენ ის ფეხბურთელები, რომლებიც არა მარტო კუპერის და ტოპმიოლერის დროს იყო ჩამოყვანილი, არამედ შუშანიკის დროსაც თამაშობდნენ..."

დამეთანხმეთ, თვით ზვიად სიჭინავასაც კი გაუჭირდება ამ ახალი ფრაზის უფრო რეკორდული ფრაზით ჩანაცვლება...

ვიდეობმული "მაივიდეო.ჯი"-დან: "კურიერი", 9 სექტემბერი, 18:22სთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100