სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეო მესისკენ მიმართული მაურინიოს ღვარძლიანი ჟესტი კატალონიაში (ვიდეო)

როგორც ცნობილია, გუშინ კატალონიის დედაქალაქში ესპანეთის სუპერთასის გამეორებითი შეხვედრა გაიმართა „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის. მადრიდში ფრედ, 2:2 დამთავრებული მატჩის შემდეგ ამ ორი გუნდის ორთაბრძოლა უდიდეს ინტერესს იწვევდა. „ბარსელონამ“ გაიმარჯვა და თასსაც დაეუფლა. მაგრამ ამჟამად არა იმდენად თამაშზე, რამდენადაც მისი მიმდინარეობის დროს კამერების მიერ დაფიქსირებულ, „რეალის“ მწრთვნელის, მაურინიოს ერთ უცნაურ ჟესტზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელიც, სავარაუდოდ, დღეს გახდება მსოფლიო საფეხბურთო პრესის განსჯის საგანი.

„რეალის“ სათადარიგო სკამთან მდგარი მწვრთნელის სიახლოვეს, გვერდითი ხაზიდან ბურთის ჩასაწოდებლად მესი მიემართება. როგორც წესი, ასეთ დროს ფეხბურთელებს მწვრთნელისგან ზოგჯერ ერთ მეტრშიც უწევთ ყოფნა. ამ დროს ანგარიშია უკვე 2:1 მასპინძელთა სასარგებლოდ, ამიტომაც, ბუნებრივია, „რეალის“ მწრთვნელი გაღიზიანებულია და აგრესიას მესიზე აფრქვევს. მაგრამ არც სიტყვიერად და არც მოქმედებით - ჟესტითა და მიმიკით, რომელიც თამამად შეიძლება ასე ითარგმნოს: „რა აყროლებულია!“.

სხვათა შორის, მწრთვნელი გუნდში ისაა, ვისი მოქმედებაც სამაგალითო უნდა იყოს ფეხბურთელებისთვის და ამაში არანაირი რიტორიკა არ არის - მართლაც გადამადებია დამოკიდებულებაც და ქმედებაც. შორს წასვლა არც აქ დაგვჭირდება, გავიხსენოთ „რეალისა“ და „ბარსას“ შეხვედრის დროს როგორ მოექცა რონალდო გვარდიოლას...

მაურინიოს სამარცხვინო მოქმედების ამსახველი ვიდეო კი გუშინ, გვიან ღამით უკვე აიტვირთა ინტერნეტპორტალ „იუთუბზე“ და მას დღეს „დრონი.ჯი“ გთავაზობთ:

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100