სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძიუდოისტ ზურაბ ეპიტაშვილს დისკვალიფიკაცია ემუქრება

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონი ზურაბ ეპიტაშვილი უდისციპლინოდ მოიქცა, რის გამოც საქართველოს ახალგაზრდულ ძიუდოისტთა ნაკრებს სერიოზული სასჯელი ემუქრება. როგორც ცნობილი გახდა, მესამე ადგილისთვის მატჩის დროს მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ეპიტაშვილმა კიმონო გაიხადა და ტატამი თვითნებურად დატოვა. სპორტსმენის ასეთი საქციელი, ძიუდოს საერთაშორისო წესდების მიხედვით, უმკაცრესად ისჯება.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ამ ინციდენტს უახლოეს მომავალში განიხილავს და სავარაუდოდ, ეპიტაშვილი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100