სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ებუე, შესაძლოა, “გალათასარაიში” ვიხილოთ

The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალის” კოტ დ’ივუარელმა ფეხბურთელმა, ემანუელე ებუემ შესაძლოა კარიერა თურქულ “გალათასარაიში” განაგრძოს.

ინგლისური წყაროს ცნობით, არსენ ვენგერმა 28 წლის მარჯვენა ფლანგელთან განშორება თავად ისურვა.

გაიჟღერა ებუეს სავარაუდო სატრანსფერო თანხამაც – ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, უახლოეს მომავალში, კოტ დ’ივუარელი თურქეთში 4 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100