სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიეგო მარადონა ავტოავარიაში მოყვა

მსოფლიოს ნომერ პირველ ფეხბურთელად მიჩნეული, ცნობილი არგენტინელი ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო არმანდო მარადონა ავტოავარიის შედეგად ჰოსპიტალში მოხვდა.

დიეგო მარადონა საკუთარი ავტომანქანით ბუენოს–აირესის გარეუბანში, თავის საცხოვრებელ სახლთან, ავტობუსს შეასკდა.

საბედნიეროდ, არც ყოფილი ფეხბურთელი და არც მგზავრები სერიოზულად არ დაშავებულან. დიეგო მარადონა ჰოსპიტალში გადაიყვანეს – მას უმნიშვნელო დაზიანებები აქვს მიღებული, თუმცა, ამის მიუხედავად, რამდენიმე დღის გატარება წოლით რეჟიმში მოუწევს.

დიეგო მარადონას ჰოსპიტალიდან, სავარაუდოდ, 14 ივლისს გამოწერენ. ექიმების განცხადებით, მარადონას მდგომარეობა სტაბილურია და გართულებები მოსალოდნელი არ არის.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100