მარადონამ საყურე გაყიდა...

იტალიაში აუქციონი ჩატარდა, სადაც ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას საყურე 25 000 ევროდ (36 000 დოლარი) გაიყიდა.
თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დრომდე უცნობი იყო საყურის მეპატრონის ვინაობა, თუმცა... ფაბრიციო მიკოლი თავად გამოუტყდა ჟურნალისტებს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ლევან მჭედლიძის თანაკლუბელმა და მეგობარმა იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში აღიარა, რომ საყურე მან შეიძინა.
მიკოლი იტალიური „პალერმოს“ კაპიტანია და მარადონას უდიდეს თაყვანისმცემლად ითვლება. სხვათა შორის, მარადონას საპატივცემულოდ, ცოტა ხნის წინ თავის შვილს დიეგოც კი დაარქვა. „მარადონას საყურე მე შევიძინე. ახლა ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ნივთია“, – მოკლედ მოჭრა მიკოლიმ.

აქ რა მოსატანია, მაგრამ შედარებისთვის: ორიოდ წლის წინ, როცა მარადონა თბილისში ჩამოვიდა, უაზრო ორგანიზებისა და სხვა ათასგვარი პრობლემის გამო სტადიონზე იმდენი მაყურებელი შეიკრიბა, რომ დაუზარელი კაცი ლამის თითებზე გადაითვლიდა მათ რაოდენობას...

კომენტარი