სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მატჩების გაყიდვაში მხილებულმა ორმა კორეელმა ფეხბურთელმა თავი მოიკლა

სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ კიდევ ერთხელ გამოვლინდება მატჩების შედეგების წინასწარი გარიგების შედეგად „ჩაწყობის“ ფაქტი, ქვეყანაში საფეხბურთო ლიგა საერთოდ გაუქმდება.

სამხრეთ კორეაში უკვე ათმა ფეხბურთელმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ ისინი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდნენ.

ხმაურიანი გამოძიების მიმდინარეობისას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ორმა ახალგაზრდა კორეელმა ფეხბურთელმა. 30 წლის „სეულ იუნაიტედის“ მოთამაშე, ჩუნ ჩონ გვანი ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მის ფეხებთან, იატაკზე კი ბარათი ეგდო: „მაპატიეთ, მე მრცხვენია...“

კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, 23 წლის ახალგაზრდამ თავი მანქანაში მოიწამლა და გვერდითა სავარძელზე მატჩის გაყიდვაში აღებული ფული დატოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100