ელექტროშოკი რუსული კლუბის ბომბარდირისთვის (ვიდეო)

ნიჟნი ნოვგოროდში მომხდარი სკანდალი რუსული ინტერნეტ-სივრცის მთავარი მოვლენა გახდა. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ქალაქში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის, „ვოლგასა“ და „ზენიტის“ შეხვედრის შემდეგ, როცა „ზენიტის“ სერბი ფეხბურთელი, დანკო ლაზოვიჩი თავისი გუნდის გულშემატკივრებთან მაისურის გადასაგდებად მივიდა, მის წინააღმდეგ „ომონის“ ერთ-ერთმა წევრმა ელექტროშოკი გამოიყენა. ამ ფაქტმა სტადიონზე შეკრებილი პიტერელი გულშემატკივრის რისხვა გამოიწვია, კლუბის ხელმძღვანელობა კი პოლიციელის დასჯას ითხოვს. როგორც რუსი ჟურნალისტები წერენ, ლაზოვიჩი ძლიერი დამწვრობისგან კარგად გამოწრთობილმა სხეულმა იხსნა. „ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში შეიძლება მოხდეს“, - გაოცებულია ფეხბურთელი. „ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ელექტროშოკი ლაზოვიჩის წინააღმდეგ გამოიყენა. მომავალ შეხვედრებზე ფეხბურთელები, ალბათ, ტრავმატული პისტოლეტებით მოვლენ“, - ამბობს „ზენიტის“ გოლკიპერი, ვიაჩესლავ მალოფეევი.

კომენტარი