სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ წუთებში დინამო არენაზე ბარსელონა-სევილიას მატჩი დაიწყო

ამ წუთებში დინამო არენაზე ბარსელონა-სევილიას მატჩი დაიწყო. უეფა-ს სუპერთასის მატჩის დაწყებამდე, "დინამო არენაზე" შეხვედრის გახსნითი საზეიმო ღონისძიებები დაიწყო. თბილისში ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები "ბარსელონა" და "სევილია" უპირისპირდებიან.
გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური ცეკვა. ამის შემდეგ, ორივე გუნდი მინდორზე გამოვა და უეფა-ს სუპერთასის ჰიმნი შესრულდება.
გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ უეფა-ს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა "დინამო არენაზე" რამდენიმე წუთში დაიწყება.
დღევანდელი სუპერთასის გათამაშების დევიზია - "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100