რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ "ტორპედოს" გულშემატკივრებს?

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის საფეხბურთო კლუბის „ტორპედოს“ გულშემატკივრები 100 ლარიდან 500 ლარამდე დააჯარიმა.
„ტორპედოს“ გულშემატკივრების დაჯარიმების საფუძველი გუშინ მომხდარი ინცინდენტი გახდა. ინცინდენტი გუშინ ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო მატჩის დროს მოხდა. ადგილზე მყოფი „ტორპედოს“ გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ და "დინამოს" ფეზბურთელებს დაუპირისპირდნენ. მათი შეჩერება პოლიციამ ვერ შეძლო, თამაში კი ჩაიშალა.
აღნიშნულ ინცინდენტზე 16 პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარი