სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დახვრეტილი ფეხბურთელები და სიკვდილის მატჩად წოდებული ფაშისტური შურისძიება

მეორე მსოფლიო ომის ისტორიის მცოდნე ადამიანების, ან უბრალოდ ფეხბურთის მოყვარულებისთვის 1942 წელს კიევში ჩატარებული საფეხბურთო მატჩის ლეგენდა კარგად არის ცნობილი. .. სიკვდილის მატჩიდან უკვე 70 წელი გავიდა მაგრამ ამ თამაშის მიღმა დამალულ დეტალებს ისტორიკოსები დღემდე განიხილავენ და სიმართლის დადგენას ცდილობენ.

1942 წლის ზაფხულში ფაშისტების მიერ ოკუპირებულ უკრაინაში გერმანული ფლახელფისა და კიევის სტარტის საფეხბურთო მატჩი დაინიშნა. ნაცისტებმა ფლახელფის გამარჯვების ბრძანება გასცეს, არავინ იცის რა პასუხი მიიღეს მათ სტარტის მოთამაშეებისგან, თუმცა ფაქტია, რომ თამაში უკრაინელების გამარჯვებით დასრულდა.

საბჭოთა გადმოცემის თანახმად გერმანელები დამარცხებას ვერ შეეგუვნენ. სასიკვდილო მატჩიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1942 წლის 18 აგვისტოს სტარტის მოთამაშეები ნაცისტებმა ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი დახვრიტეს.

ვლადლენ პუტისტინი (კიევის სტარტის ფეხბურთელის ვაჟი): მამა მიყვებოდა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. პურის ქარხანას სადაც სტარტის ფეხბურთელებს ნაცისტები ამუსავებდნენ მანქანა მიადგა. სალდატებმა ახსნა განმარტების გარეშე ამოიკითხეს 9 ფეხბურთელის გვარი და გესტაპოში წაიყვანეს. მათ შორის იყო მამაჩემიც. 23 დღიანი პატიმრობის შემდეგ ნაცისტებმა ხუთი მათგანი დახვრიტეს, ხოლო ისინი ვინც ძირითად შემადგენლობაში არ თამაშობდა სიკვდილს გადაურჩნენ.

გამარჯვებისთვის დახვრეტილი ფეხბურთელები-ეს დაღუპული ფეხბურთელების ისტორიის საბჭოთა ვერსია გახლავთ. სტარტის მოთამაშეების ამბავს სულ სხავგვარად გვიამბობენ სხვა ისტორიკოსები.

ვალენტინ შარბაჩოვი (სპორტის ისტორიის სპეციალისტი): იმ პერიოდის უკრაინაში იყო თამაშების სერია, რომლებიც გერმანული გუნდების დამარცხებით დასრულდა, რის გამოც კიევის კომენდანტმა ფეხბურთი საერთოდ აკრძალა, რადგან ეს გერმანელების ავტორიტეტს სერიოზულ ზიანს აყენებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი კონკრეტული მატჩის გამო არ მიუღიათ, ეს გერმანელი ფეხბურთელების რამდენიმეჯერ დამარცხების შემდეგ გადაწყდა. რაც შეეხება სიკვდიდის მატჩის ამბავს მე ის რეალურად არ მიმაჩნია

ისტორიკოსთა ნაწილი ფეხბურთელების დახვრეტასა და ე.წ. სასიკვდილო მატჩს ერთმანეთს არც კი უკავშირებს. მათი განცხადებით ფეხბურთელებს შპიონაჟში დასდეს ბრალი რაც მათი დასჯისთვის საკმარისი მიზეზი გახლდათ. ვინ იყვნენ ისინი გმირები თუ მოღალატეები-ამ კითხვის პასუხს ისტორიკოსები აგერ უკვე 70 წელია რაც ეძებენ, მაგრამ კიევის სტარტის მოთამაშეების ტრაგედია მაინც საკამათო საგნად რჩება და დანამდვილებით ვერავინ ამბობს, რომ ისინი მოღალატეები იყვნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100