სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილი რაბათის „მკვდარ ქალაქად“ ქცევის მიზეზებზე საუბრობს

საქართველოს ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი სპეციალრ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„გასულ კვირას, „რაბათ“-ის კომპლექსის დათვალიერების შემდეგ, პირველი შთაბეჭდილება რაც დამრჩა, იყო განცდა, რომ ადგილი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სანახაობა იყო, დღეს ფაქტიურად „მკვდარ ქალაქად“ არისქცეული. კომპლექსში მოქმედი ობიექტებიდან (კაფეები, მაღაზიები, ბანკი, აფთიაქი, ღვინის მარანი...) დღეს მხოლოდ ერთი რესტორანი ფუნქციონირებს.

დღეს სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ, ხოლო დახურული ობიექტების წარმომადგენლებს დაკითხვაზე მოუწიათ მისვლა და იმის ახსნა, თუ რატომ სარგებლობდნენ ისინი შეღავათიანი პირობებით, რომლის მიხედვითაც მათ 2013 წლის მაისამდე იჯარის და კომუნალური მომსახურების გადასახადების გადახდა არ უწევდათ.

რაც შეეხება ერთადერთ დარჩენილ რესტორანს „მესხური სახლს“, მის მენეჯერს სოფო გორდაძეს და 3 მიმტანს პროკურატურა ჯგუფურად წინასწარ ორგანიზებულ თავდასხმაში ადანაშაულებს და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ვანო წიკლაურის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებს.

ის ფონი, როდესაც პროკურატურას სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული ადგილობრივი გამგებლის, გამგეობის თანამშრომლების და რესტორნის მომსახურე პერსონალის წინააღმდეგ და დაიკითხა კომპლექსში მომუშავე სავაჭრო ობიექტების ყველა მენეჯერი, ჩემი აზრით წარმოადგენს „რაბათ“-ის კომპლექსში ობიექტების დახურვისა და ამ ერთ-ერთი ულამაზესი ადგილის ტურისტებისგან დაცარიელების მთავარ მიზეზს.“ - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100