სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობიდან ათ წუთში ცხელ კვალზე დამნაშავე დააკავეს

გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამირან პეშკოვის მკვლელობაში ბრალდებული, 1963 წელს დაბადებული ავთანდილ თ. მკვლელობიდან ათ წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა 2013 წლის 19 თებერვალს, ოზურგეთში, მეგრელიძის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, ურთიერთშელაპარაკებისას, „ბერეტა"-ს ტიპის პისტოლეტით ამირან პეშკოვი მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, რამდენიმე წუთში, ოზურგეთში დააკავეს.
გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ურთიერთშელაპარაკება მკვლელსა და მოკლულს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი მასრა.
დამნაშავე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100