სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროტესტი კარვებში, სახელმწიფო კანცელარიასთან

მთელი ღამე სახელწმიფო კანცელარიასთან კარვებში გაათენეს წალკიდან ჩამოსულმა ეკომიგრანტებმა. აქციის მონაწილეები წალკის წყალსაცავით სარგებლობის უფლებას ითხოვენ.

ეკომიგრანტების თქმით, თევზჭერის ლიცენზია მათ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩამოართვა. მათი თქმით, წყალსაცავის გამოყენების უფლება აუქციონის მეშვეობით სხვა მოსახლეს გადაეცა.

აქციის მონაწილეები ასევე აღნიშნავენ, რომ წალკაში კვლავ ნაციონალური კლანი ფუნქციონირებს და ისინი ახალი ხელისუფლებისგან დახმარებას მოითხოვენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100