სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოროშკინას კომენტარი მოსამართლესთან „საქმის ჩაწყობასთან“ დაკავშირებით

სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა, მოსამართლისთვის კონკრეტული პირების მიმართ ამნისტიის აქტის დაჩქარებიs მითითებისთვის 2500 ლარით დააჯარიმეს. აღნიშნულ ფაქტს მოროშკინა დღეს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა.

“სამწუხაროდ კანონი და მორალი ხშირად ვერ მოდის თანხვედრაში! დიახ მე ვიყავი ვარ და ვიქნები რეჟიმის მიერ სასტიკად ნაწამები პატიმრების დამცველი და ქომაგი! ბევრი მათგანი იმედის თვალით გაჰყურებს ახალი მთავრობის მიერ გამოცხადებულ ჰუმანურ აქტს-ამნისტიას!ბევრი ნერვებს ვეღარ ითოკავს, იმატა თვითდაზიანებებმა,სამწუხაროდ ჩვენ მძიმე დანატოვარი გვერგო. დიახ მე დავურეკე მოსამართლეს. ერთი ზარის საფასური-2500 ლარი. ნეტა რა ღირს ჩვენი სისხლიდან დაცლილი ბიჭების სიცოცხლე?რა ღირს უმამოდ გაზრდილი თაობის სიცოცხლე, და საერთოდ რა ღირს ძაძებში გახვეული საქართველო?” -წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100